საზოგადოება
13.05.2021 11:53
ფერმერებს რომლებსაც მცირე მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული და მიწის გამოსყიდვა სურთ, გარკვეული შეღავათები დაუწესდებათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერებს, რომლებსაც შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული და ამ მიწის გამოსყიდვა სურთ,  გარკვეული შეღავათები დაუწესდებათ. GMnews-ის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები, დროებით სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართების   შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.

„სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, დღეისთვის, უკვე 439 მოიჯარის განაცხადია შესული და შესაბამისი შეთავაზებები მათთვის ახალი წესით გაკეთდება.

ამ გადაწყვეტილების მიზანია, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას“, - აცხადებენ უწყებაში.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არანაკლებ 2000 მოიჯარეს შეეხება.

კვირის ამბები