კონფლიქტები
12.11.2019 12:56
ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნული ტექნიკური შეხვედრები, სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ დაიწყო. კონკრეტული შეთანხმების მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა, თუმცა, მხარეები თანხმდებიან, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

დღევანდელ შეხვერდერაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან უკანონო დაკავებების საკითხსაც წამოჭრიან, „დღევანდელი ტექნიკური შეხვედრა უკავშირდება ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს და საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ აქტივობებს, ასევე, ყველა იმ ნეგატიურ პროცესს, რაც საოკუპაციო ძალებმა დაუკავშირეს აღნიშნულ მოვლენას, კერძოდ, აქ ვგულისხმობ გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხს. ჩვენ კვლავ გავაჟღერებთ ჩვენს პოზიაციასა და ხედვებს ადგილზე დაძაბულობის გრადუსის დაწევისთვის აუცილებლად გადასადგემელ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ეს გახლავთ ჩვენი შეხვედრის ძირითადი თემა, თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ საოკუპაციო ხაზთან უკანონო დაკავევების საკითხსაც დავაყენებთ“ - განაცხადა ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
კვირის ამბები