საზოგადოება
13.05.2021 11:12
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 776 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 326 441-ს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში, ვირუსი 1 329 პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 306 264-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 379 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა, აჭარა - 79, იმერეთი - 81, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 13, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 30, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 572, საიდანაც 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან 903 მძიმე პაციენტია.

კვირის ამბები