საზოგადოება
13.05.2021 09:30
„სინოფარმით“ ვაქცინაციის პირველი დოზის მიღების მსურველთათვის რეგისტრაცია დასრულდა

გუშინ, 12 მაისს, დასრულდა ,,სინოფარმით" ვაქცინის პირველი დოზის მიღების მსურველთა რეგისტრაცია.

ვაქცინაციის სპეციალურ პორტალზე ამჟამად შესაძლებელია ,,სინოფარმით" ვაქცინაციის მეორე დოზაზე რეგისტრაცია.

ვაქცინაციის სპეციალური პორტალის განმარტებით, ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში პირველი დოზით აცრიდან 21-ე დღეს.

2021 წლის 12 მაისის 20.00 საათიდან იწყება რეგისტრაცია სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზით ვიზიტის დასაჯავშნად.

  • ვიზიტის დაჯავშნა შეგიძლიათ 25 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდზე.
  • 12 მაისიდან შეჩერებულია რეგისტრაცია ვაქცინის პირველ დოზაზე.
  • გთხოვთ, დაჯავშნოთ ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტი თქვენთვის სასურველ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში, პირველი დოზით აცრიდან 21-ე დღეს.
კვირის ამბები