საზოგადოება
13.05.2021 00:13
4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში გამოცხადებული უქმეები დასრულდა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, 4-11 მაისს გამოცხადებული უქმეები დასრულდა, ყველა ის სამსახური, ვისაც აღნიშნულ დღეებში დასვენება შეეხო, დღეიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებს ფუნქციონირებას.

საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად,

უქმე დღეების შესახებ მიღებული დადგენილება არ ვრცელდებოდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ასევე დასვენების დღეები არ გავრცელდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ და დავების განხილვის საბჭოს საქმიანობებზე.

თითოეულმა საჯარო დაწესებულებამ კითავად განსაზღვრა მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურები/მოსამსახურეები, რომელთაც არ შეეხოთ დასვენების დღეები.

ასევე, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით განსაზღვრეს იმ სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც არ ვრცელდებოდა 4-11 მაისს დაწესებული უქმეები.

კვირის ამბები