კონფლიქტები
12.11.2019 00:46
დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთნ ორი მამაკაცი დააკავეს

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროს განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი მამაკაცი დააკავეს.

63 წლის ზურაბ ტუხიაშვილი და 59 წლის რამაზ ზადიშვილი სოფელ კოდისწყაროს განაპირას, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს მწყემსავდნენ, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა.დაკავებულები დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს.

დაკავებულები მწყემსები არიან.

კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, გია გოჭოშვილის ინფორმაციით, დაკავების ფაქტის შესახებ ერთ-ერთმა მათგანმა, ზურაბ ტუხიაშვილმა ტელეფონით ახლობლებს აცნობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

კვირის ამბები