საზოგადოება
12.05.2021 09:43
„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლამდე დაიწია, მსურველები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას დღეიდან შეძლებენ
„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლის ასაკამდე დაიწია. ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლა დღეიდან გახდება შესაძლებელი. მსურველებისთვის რეგისტრაციის პორტალი 20:00 საათიდან გაიხსნება. გარდა ამისა, მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზის - 15 22-ის მეშვეობითაც შეეძლებათ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. გარდა ამისა, ხვალ, 20:00 საათიდან, „სინოფარმის“ (Sinopharm) მეორე დოზებზე რეგისტრაციის შესაბამისი ველიც გაიხსნება.
შეგახსენებთ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. თავდაპირველად აღნიშნული ვაქცინით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, შემდეგ კი, 55 წლის ასაკის ზემოთ მყოფი პირები აიცრნენ.
კვირის ამბები