საზოგადოება
12.05.2021 08:38
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

12 მაისი ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა. მოციქულთა შორის, უფალმა პირველად ანდრიას მოუწოდა, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს - წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღეს და 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალების დღეს.

12 მაისი საქართველოში უქმედ არის გამოცხადებული.

კვირის ამბები