საზოგადოება
11.05.2021 08:28
რა ფორმით წაახალისებს მთავრობა ვაქცინაციას, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი

დღეს გახდება ცნობილი, რა ტიპის მექანიზმებს შეიმუშავებს მთავრობა ვაქცინაციის წასახალისებლად. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს  სხდომაზე, კოვიდსა და მასთან ბრძოლის მეთოდების პარალელურად, ვაქცინაციის წახალისებაზე დღეს იმსჯელებენ.

სხვადასხვა ქვეყანამ ვაქცინაციის წასახალისებლად არაერთი მეთოდი გამოიყენა - „უსაფრთხო რესტორნის“, „უსაფრთხო ღამის კლუბის“, „უსაფრთხო სასტუმროს“ სტატუსები, ასევე, აცრების ტემპეტის დაჩქარების მიზნით, უკვე აპრობირებულია ვაქცინაციის ფულადი წახალისებაც.

როგორც მთავრობაში მიიჩნევენ, ინფიცირების მასშტაბების ზრდის პრევენციის გარდა, ვაქცინაციის წახალისება და უსაფრთხო ზონების შემოღება წაადგება ბიზნესს და ვაქცინაციის მიმართ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გააჩენს.

შეგახსენებთ, ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყო. 25 მარტიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. შემდგომ კი ,,სინოფარმით" ვაქცინაციას დაექვემდებარნენ 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია სულ 62 447 ადამიანს აქვს ჩატარებული.

კვირის ამბები