საზოგადოება
11.05.2021 08:23
გორში დღეიდან გამოიამინდებს - უახლოესი ათი დღის ამინდის პროგნოზი

დღეიდან, 11 მაისიდან, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიამინდებს და ათი დღის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც.

დღეს, გორის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება. უნალექო და მზიანი ამინდები შენარჩუნდება გორში 20 მაისამდე. მოიმატებს ტემპერატურაც და პერიოდულად +26 +29 გრადუსს მიაღწევს.

კვირის ამბები