„ყველამ უნდა იცოდეს, ნასვამი რომ საჭესთან ჯდები, შენ ხარ მკვლელი, პირდაპირ დადიხარ ქუჩაში ხალხის მოსაკლავად, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილის ინფორმაციით, პარტია ,,მოქალაქეები" მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ნასვამ მძღოლებზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. „ყველამ უნდა იცოდეს, ნასვამი რომ საჭესთან ჯდები, შენ ხარ მკვლელი, პირდაპირ დადიხარ ქუჩაში ხალხის მოსაკლავად. თუ ვინმეს სტატისტიკა აინტერესებს, შევხედოთ, რამდენი ასეული შემთხვევაა წლის განმავლობაში. ნასვამ მძღოლებზე გვინდა, რომ ჯარიმა ძალიან გაიზარდოს. კარგად უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი. ძალიან ბევრ ქვეყანაში ამაზე არის პირდაპირ ციხე, რადგან რეალობას გაუსწორეს თვალი და ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვუსწორებთ თვალს, სასჯელი უნდა გაიზარდოს,"- განაცხადა ,,მოქალაქეების" ლიდერმა.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში წარედგინება.