საზოგადოება
10.05.2021 13:51
როგორი ამინდია მოსალოდნელი გორში უახლოესი ათი დღის განმავლობაში - გაეცანით დეტალურ ინფორმაციას

დღეს, 10 მაისს, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსს მიაღწევს, პარალელურად, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ქარი 12 მ/წ. დღე უნალექოდ ჩაივლის. ხვალიდან, 11 მაისიდან, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიამინდებს და ათი დღის განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც.

ხვალ, გორის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, ქარი შესუსტდება, ჰაერი კი +16 გრადუსამდე გათბება. უნალექო და მზიანი ამინდები შენარჩუნდება გორში 20 მაისამდე. მოიმატებს ტემპერატურაც და პერიოდულად +26 +29 გრადუსს მიაღწევს.

კვირის ამბები