ხვალ, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, საუბარი შეეხება ვაქცინაციის წახალისებასაც.
„ხვალ გვექნება უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც კოვიდსა და მასთან ბრძოლას ეხება. დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება. რა თქმა უნდა, მესამე ტალღაა და მესამე ტალღას უფრო მაღალი დადებითობის მახასიათებელი და უფრო მაღალი ინფიცირება ახასიათებს, მაგრამ პარალელურად მთავარია ვაქცინაცია წავახალისოთ. ხვალ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ“, - განაცხადა თურნავამ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ