საზოგადოება
07.05.2021 19:09
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმს“ ავტორიზაცია მიანიჭა

WHO-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმს“ გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, "სინოფარმის" ვაქცინა გაეროს მიერ მხარდაჭერილ COVAX პროგრამაში უახლოეს კვირებსა თუ თვეებში შევა და გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანმო-ს რეგიონალური ოფისის საშუალებით განაწილდება.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი მოხმარებისთვის ჩამონათვალში შეიყვანა პეკინის ვაქცინა ,,სინოფარმი", რითაც იგი გახდა მეექვსე ვაქცინა, რომელმაც მიიღო WHO-ს დადასტურება უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხისთვის. ეს აფართოებს ვაქცინების ჩამონათვალს, რომელთაც მინიჭებული აქვთ სანდოობა", - ამის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

კვირის ამბები