საქართველოში ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემდეგ კორონავირუსით 300-მდე პირი დაინფიცირდა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირების 300 შემთხვევაა დადასტურებული.
ამირან გამყრელიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში ინფიცირება მსუბუქად მიმდინარეობს.
„არასდროს უარვყოფთ, რომ არცერთ ვაქცინას 100%-იანი დაცვა არ აქვს. მათ შორის „სინოფარმს“ აქვს დაახლოებით 79%-იანი დაცვა, მაგრამ ერთხელ ან ორჯერ აცრილზე ინფექცია წავა ძალიან, ძალიან მსუბუქად. რაც დღეს გამოიყენება, იმ ვაქცინების მთავარი დანიშნულება არის ის, რომ სერიოზულად ამცირებენ ორი აცრის შემდეგ ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისად, სიკვდილიანობას. ჩვენ დაახლოებით 300-მდე შემთხვევა გვაქვს, როდესაც პირველი აცრის შემდეგ ადამიანები დაინფიცირდენენ. ამ ვითარებას სწავლობენ, მაგრამ ერთი აცრის შემდეგ თთქმის ყველასთან ინფექცია საკმაოდ მსუბუქად და ხშირად საერთოდ უსიმპტომოდ წავიდა“,- განაცხადა გამყრელიძემ.