ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 1 547 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ19-ის ახალი შემთხვევების გამოსავლენად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ჩატარდა 25 541 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 212 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 329 PCR ტესტით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 131 პირი და დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 907 შემთხვევა, აჭარა - 141, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 77, შიდა ქართლი - 43, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 117, კახეთი - 52, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 188,
მძიმე პაციენტია 917 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 მათგანი.
759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 11 075 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.