ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ზრდა საგანგაშო და საყურადღებოა, ამიტომ საკოორდინაციო საბჭო ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით იმსჯელებს.
ტიკარაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებლის პიკური მაჩვენებელი, მაისის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი.„ეს ციფრები საგანგაშო და საყურადღებოა. მნიშვნელოვანია საზოგადოების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცირება, ვაკვირდებით, რომ ნიღბის ტარება გაზრდილია 75 პროცენტამდე, თუმცა, ეს არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს 95 პროცენტამდე. დამატებით ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით საბჭო იმსჯელებს, თუმცა, ჩვენ გვაქვს გარკვეული ხედვები და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ მივმართთ რადიკალურ ზომებს. იმ რიცხვებით და გათვლებით რომელიც დღეს გვაქვს, ნამდვილად მოსალოდნელია მასისის მეორე ნახევარში პიკური მაჩვენებლი, მაგრამ თუ საზოგადოება და სახელმწიფო ერთიანად იმოქმედებენ, ჩვენ გვაქვს იმის რესურსიც, რომ შევძლოთ ამ ვირუსის დროში, თავისი რიცხობრივობით მართვა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.