საზოგადოება
06.05.2021 12:34
საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამი“ არ დაფიქსირებულა - ხათუნა ზახაშვილი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, აღნიშნული გამოსავლენად კვლევა ნამდვილად მიმდინარეობდა, თუმცა, ასეთი შტამი არ დადასტურდა.
„საქართველოში ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩვენთან ზედამხედველობა არის ყველა ისეთ შემთხვევაზე, სადაც შესაძლოა, ნავარაუდები იყოს ახალი შტამის გამოჩენა, კვლევაში ასეთი შემთხვევა გვქონდა და ვადასტურებთ, რომ არ იყო ეს შტამი“, - განაცხადა ზახაშვილმა.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი „სინოფარმის“ ვაქცინით დღეს აიცრა.
კვირის ამბები