ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 1 806 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ19-ის ახალი შემთხვევების გამოსავლენად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ჩატარდა 28 180 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 324 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 856 PCR ტესტით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 144 პირი და დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 089 შემთხვევა, აჭარა - 167, იმერეთი - 120, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 57, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 121, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 790, საიდანაც: 4 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 867 პირი, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 მათგანი. 759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 10 744 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი.