რეგიონი
11.11.2019 15:52
ფცა-ღოღეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - ფცისა და ღოღეთის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები ახლო მომავალში დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს როგორც სავალი ნაწილის მოასფალტებას, ასევე, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, რომლის დასრულების შემდეგაც განახლებული ინფრასტრუქტურით 500-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.

,,რეგიონის სოფლებში, კერძოდ კი, ფცა-ღოღეთში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა წლის ბოლოსთვის მოსახლეობამ უკვე შეძლოს კომფორტულად გადაადგილება. ამასთან, ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით სხვადასხვა სოფლების მაცხოვრებლებს და სამომავლო პროექტებსაც მათთან ერთად ვგეგმავთ, ვინაიდან, ასეთი პრინციპით შერჩეული და  განხორციელებული თითოეული პროექტი მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე იყოს მორგებული.“- აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან შეხვედრისას.

ცნობისთვის, სოფელ ღოღეთში ახლახანს დასრულდა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაც. სოფლის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით რეაბილიტაცია  მინი სტადიონს ჩაუტარდა.

კვირის ამბები