საზოგადოება
05.05.2021 14:21
თამარ გაბუნია - ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, ქვეყანაში დამატებითი ღონისძიებებები გატარდეს

ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით, გამორიცხული არ არის, ქვეყანაში დამატებითი ღონისძიებებები გატარდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდემიურ ვითარებაზე მობილობის შეზღუდვა პირდაპირ აისახება.

„მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმი, რომელიც ახლა მოქმედებს, ეს არის უქმე დღეები 12 მაისამდე, რა თქმა უნდა, ამას ექნება გარკვეული ეფექტი და ეპიდემიური სურათის გათვალისწინებით, შესაძლოა, დადგეს საკითხი დამატებითი ღონისძიებების შესახებ. კონკრეტულად, რა დამატებითი ღონისძიება დაგვჭირდება, ამასთან დაკავშირებით, დღეს საუბარი მიჭირს, მაგრამ ჯანდაცვის სექტორის მხრიდან მობილიზაციის ხარისხი გაიზრდება. ჩვენ, როცა ნოემბერ-დეკემბერი გავიარეთ, ამ პერიოდში დღიური მაჩვენებელი 5000 და მეტი იყო, იმ პერიოდში მობილიზებული საწოლფონდი შეადგენდა 7 500-ს, რაც იმ პერიოდისთვის მაქსიმუმი იყო სისტემის მობილიზაციისთვის. არანაირი პროგნოზით არ ვფიქრობთ, რომ შემთხვევების ამ რაოდენობას უნდა მივაღწიოთ, რადგან ქვეყანაში გარკვეული იმუნიტეტი ისედაც ჩამოყალიბდა, მაგრამ ერთი, რომ მიმდინარე პერიოდში არსებული დასვენების დღეები გარკვეულ შეღავათს შემთხვევების გავრცელების კუთხით მოგვცემს და მეორე, ჯანდაცვის სისტემის მზაობა ამ პერიოდში იქნება პიკური, მაქსიმალური, 6000 საწოლია დღეს და კიდევ დაემატება, რადგან თუკი ამგვარი დატვირთვა გახდა საჭირო, ამისთვის სისტემა მზად იყოს.

მესმის, გინდათ კონკრეტული მექანიზმების შესახებ მოსმენა, მაგრამ ეს ისევ ეპიდემიური სურათიდან გამოჩნდება. მობილობა არის მთავარი მკვებავი ეპიდემიის, ანუ მობილობის შეზღუდვა პირდაპირ პროპორციულ კავშირშია შემთხვევების მატებასთან, ან კლებასთან. ამდენად, მეტი ეფექტური მექანიზმი გარდა ინვივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყემებისა, არ არსებობს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კვირის ამბები