გორში, ფარნავაზის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაგეგმილი სამუშაოები საავტომობილო გზისა და საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცას გულისხმობს.
პროექტით გათვალისწინებულია 370 მ-ზე გზის მოწყობა ასფალტობეტონით; 63 მ.კვ-ზე მიერთებების მოწყობა ასფალტობეტონით; ტროტუარების, ბორდიურების და გამწვანების ზოლის მოწყობის სამუშაოები; ნალექის სადრენაჟე გოფრირებული მილის მოწყობა 720 მ-ზე; 12 ადგილას ჭის თავების ამაღლება მონოლითური რკინა ბეტონით.
მიმდინარე სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ ასრულებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 349 991.80 ლარია.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების შესრულების ვადა 90 კალენდარულ დღეს მოიცავს, ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და მშენებელ კომპანიას შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 15 მარტს გაფორმდა.