გიორგობის მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, დასუფთავდა სოფელ გორიჯვრის და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, - აღნიშნულ ინფორმაციას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს თანამშრომლებმა ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაწმინდეს და წყლის ჭავლით გადარეცხეს ტაძარამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხები.
„გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ დასუფთავდა სოფელ გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორია. ფერდობიდან ჩამოშლილი მიწის მასისგან გაიწმინდა და წყლის ჭავლით გაირეცხა ტაძარამდე მისასვლელი საავტომობილო გზა და სანიაღვრე არხები“, - ნათქვამია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 6 მაისს, წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში გამორჩეულად უყვართ.
გიორგობას, 6 მაისს, განსაკუთრებულად აღნიშნავენ გორში. გორელ მორწმუნეთა უმრავლესობა გორიჯვრის მთაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიდის.