„გორმედში“ დღეიდან დაიწყო „სინოფარმით“ ვაქცინაცია, აქტივობა ძალიან მაღალია და იმედია, მოსახლეობა მუხტს შეინარჩუნებს, - ამის შესახებ სამედიცინო ქსელ „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ხათუნა შრუბმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც შრუბმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში ვაქცინაციას ორი ბრიგადა ახორციელებს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა გაიზრდება და საჭირო გახდება ბრიგადის დამატება, ამისთვის კლინიკაში სრული მზადყოფნაა.
„დღეიდან გორში დაიწყო „სინოფარმით“ ვაქცინაცია. მოგეხსენებათ, რა პერიოდშიც გახსნილია პორტალი და შესაძლებელია რეგისრაცია, ყველა დღე დაკავებულია, ანუ 5-დან 25 მაისის ჩათვლით. ეტაპობრივად კიდევ გაიხსნება პორტალი და იმედია, მოსახლეობა ამ მუხტს შეინარჩუნებს.
დღეში მოხდება 45-დან 50-მდე პაციენტის ვაქცინაცია, ამ ეტაპზე ვმუშაობთ ორი ბრიგადით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა გაიზარდა და საჭირო გახდება ბრიგადის დამატება, ამისთვისაც მზად ვართ.
გარდა ამისა, „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრისთვის რეგისტრაციის შესაძლებლობაც მიეცემა პაციენტებს და დავიწყებთ მეორად აცრებსაც, შესაბამისად, კლინიკა სრულად მობილიზებულია“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაცია „გომედის“ ქსელის კიდევ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში - ქარელის კლინიკაში მიმდინარეობს.