საზოგადოება
05.05.2021 10:48
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 171 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 315 913-ს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში ვირუსი დაამარცხა 1 074-მა პაციენტმა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 296 532 მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში, დაფიქსირდა კოვიდინფექციით გარდაცვალების 24 ახალი ფაქტი, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 207 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა, აჭარა - 135, იმერეთი - 202, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 82, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 70, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 148, საიდანაც 4 289 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 839, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი, იმყოფება 166 პირი.

კვირის ამბები