იმ მოქალაქეებს, ვინც „ასტრაზენეკას“ პირველი დოზა უკვე გაიკეთა, მეორე აცრის ჩასატარებლად რეგისტრაციის გავლა დღეს საღამოს, 20:00 საათიდან შეეძლებათ.
რაც შეეხება ვაქცინაციას, აცრის ჩატარება 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ონლაინრეგისტრაცია შეგიძლიათ შემდეგ პლატფორმაზე - booking.moh.gov.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელს ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს, რეგისტრაციის შემდეგ, მეორე დოზის მისაღებად ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში შეუძლიათ გამოცხადდნენ.
გარდა ამისა, ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკის“ ვაქცინით უკვე ჩაიტარა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, 30 მარტიდან - „ფაიზერით“, ხოლო 4 მაისიდან საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციაში „სინოფარმიც“ ჩაერთო.