საზოგადოება
05.05.2021 09:12
დღეიდან შიდა ქართლში „სინოფარმით“ ვაქცინაცია იწყება

საქართველოში "სინოფარმით“ ვაქცინაცია გუშინ დაიწყო. კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრებში შიდა ქართლში დღეიდან ერთვება. გორში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ,,გორმედსა" და თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს, ამ ეტაპზე, ვაქცინაცია ტარდება კასპში ,,მედალფას" კლინიკაში. ქარელში ,,გორმედის" ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში და ხაშურში, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება შპს ,,ახალ კლინიკაში".

ამ დროისთვის, შიდა ქართლში, ყველა დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებაში 5-დან 24 მაისის ჩათვლით, ,,სინოფარმით" ვაქცინაციაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია.

შეგახსენებთ, იმუნიზაციის საბჭოს 27 აპრილის გადაწყვეტილებით, COVID 19-ის წინააღმდეგ ,,სინოფარმით" აცრას 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც დაექვემდებარნენ.

რეგისტრაციის პორტალი: booking.moh.gov.ge

კვირის ამბები