საზოგადოება
04.05.2021 14:00
რესტორნების, სასტუმროების, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების ვაქცინაციის შემდეგ, კოვიდ უსაფრთხო ტურისტული გარემო გვექნება - თურნავა

ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებულების უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული ჩაითველება კოვიდუსაფრთხო სასტუროებად და რესტორნებად, რაც საქართველოს დაეხმარება იმაში, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავას თქმით, სამინისტრო ტურიზმის ადმინიტრაციასთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს  სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების სიები და მოხდეს მათი ორგანიზებული, ნებაყოფლობითი ვაქცინაცია.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, სრულად მსოფლიომ რომ შეიტყოს, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის კოვიდ უსაფრთხო. ეს, რა თქმა უნდა, სწრაფი ვაქცინაციის გზით არის შესაძლებელი. ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომელიც სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას.

ჩვენ და ტურიზმის ადმინიტრაცია იმუშავებს სხვადახვა ასოციაციასთან, ეს არის ტურისტული ასოციაცია, რესტორანთა ასოციაცია და სასტუმროების ასოციაციები, იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს სხვადასხვა რესტორნის სასტურმოს, ტუროპერატორის კომპანიების თანამშრომლების სიები და მოხდეს მათი ორგანიზებული, ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. შედეგად ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებულების უდიდესი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, იმ წესების დაცვით, რასაც ჯანდაცვის სამინიტრო აწესებს, იქნება ვაქცინირებული, ჩაითველა ე.წ. კოვიდ უსაფრთხო სასტუროებად, რესტორნებად და კოპნაიებად. ჩვენ მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის რესტორანი თუ სასტუმრო არის კოვიდ უსაფრთხო, რაც დაგვეხმარება, რომ სწრაფად აღდგეს ტურიტული ინდუსტრია“, - განაცხადა თურნავამ.

კვირის ამბები