საზოგადოება
04.05.2021 11:46
ამირან გამყრელიძე - მზის სხივი ვირუსზე მოქმედებს, რის გამოც თბილ ამინდებთან ერთად, შესაძლოა, ვირუსი შესუსტდეს

ბოლო მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 75 პროცენტია. რაც კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95 პროცენტზე, დამერწმუნეთ, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მზის სხივი ვირუსზე მოქმედებს, რის გამოც თბილ ამინდებთან ერთად, შესაძლოა, ვირუსი შესუსტდეს.

„ბოლო მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 75 პროცენტია. რაც კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95 პროცენტზე, დამერწმუნეთ, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება. ამასთან, მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია და არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. თანაც, მოდის ზაფხული, თბილი ამინდები. მზის სხივი ამ ვირუსზე მოქმედებს და ალბათ უფრო და უფრო შესუსტდება. ამასთან, რა თქმა უნდა, აიცრა ცოტა, მაგრამ გარკვეული რაოდენობა არის მოსახლეობის აცრილი.

ამ დროისთვის, ახალი შემთხვევების რაოდენობა სრულად მართვადია და ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ ზეწოლას არ წარმოადგენს. საკმარისია საწოლფონდი, საკმარისი არიან ექიმები, ასევე ჟანგბადი, წამლები. არ გვინდა, რომ დღეში კორონავირუსის 2 000- 3 000-4 000 ახალი შემთხვევა გვქონდეს. დიდი ალბათობით და ყველანაირი მათემატიკური პროგნოზირებით, აქამდე არ უნდა მივიდეთ, რადგან მივეჩვიეთ პირბადის ტარებას,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები