ქვეყანაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსით ინფიცირების 788 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 313 742-ს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში კორონავირუსული ინფექცია 1 206-მა პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 295 458 მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 183 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 788 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 384 შემთხვევა, აჭარა - 106, იმერეთი - 64, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 30, გურია - 17, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 76, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 075, საიდანაც 4 209 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 811.