საზოგადოება
04.05.2021 10:19
4-დან 11 მაისის განმავლობაში იუსტიციის სახლები მომხმარებელს ჩვეულებრივ მოემსახურება

4-დან 11 მაისის პერიოდში გამოცხადებული უქმე დღეები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივი ცენტრებზე არ მოქმედებს. უწყებებმა მუშაობა დღეიდან განაახლეს და მომხმარებელს ჩვეულებრივ მოემსახურება, - ამის შსახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

„4-დან 11 მაისის პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი. იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები არ მუშაობდა მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის უქმეებში - 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და შაბათ-კვირას, 8 და 9 მაისს. ამავე პერიოდში მიუწვდომელი იქნება იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების ცენტრიც“, - აცხადებენ იუსტიციის სახლის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღება კვლავ პორტალ MY.GOV.GE-დან ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი. წინასწარი დაჯავშნის გარეშე მისული მომხმარებელი სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. ამასთან, იუსტიციის სახლი მოუწოდებს მომხმარებელს, მომსახურების მისაღებად გამოცხადდეს დაჯავშნისას მითითებულ დროს.

კვირის ამბები