რეგიონი
11.11.2019 12:07
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სურამის მონაკვეთზე სავაჭრო სივრცე ნაზუქებს დაეთმობა
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სურამის მონაკვეთზე, სავაჭრო სივრცები მოეწყობა. აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე ავრცელებს.
 
„მაქსიმალურად ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროება. ჩქაროსნული ავტობანის ახალი მონაკვეთები დღეს არსებულ სავაჭრო ზოლებს გვერდს აუვლის, იმისათვის, რომ ადგილობრივებისთვის შემოსავლის შენარჩუნება მოხდეს, კეთილმოწყობილი სივრცეების მოწყობა იგეგმება“ - აცხადებს ქარსელაძე.
 
აღსანიშნავია, რომ სურამის მონაკვეთზე სავაჭრო სივრცე ნაზუქებს დაეთმობა.
კვირის ამბები