ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებადაა გამოცხადებული.
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულია, თუ ვის არ ეხება უქმე დღეები.
,,საჯარო დაწესებულება განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთაც არ შეეხებათ დასვენების დღეები, თუ მათი ფუნქციების შესრულება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობლობას. უქმე დღეების შესახებ მიღებული დადგენილება არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. ასევე დასვენების დღეები არ შეეხება/გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ და დავების განხილვის საბჭოს საქმიანობებზე”,- აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.
ასევე, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროები, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით განსაზღვრავენ იმ სუბიექტებსა და საქმიანობებს, რომლებზეც არ გავრცელდება 4-11 მაისს დაწესებული უქმეები.