დღეს და ხვალ, 3-4 მაისს, აკრძალულია საფლავებზე გასვლა. აღნიშნული აკრძალვა 2 მაისიდან ამოქმედდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს.
,,2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალულია საფლავებზე გასვლა და აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა განაცხადა.
გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მოსალოდნელია ბევრი ხალხის თავშეყრა ერთ ადგილზე და სწორედ აღნიშნულის პრევენციის მიზნით დაწესდა აკრძალვა.
„ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს საკოორდინაციო საბჭო, განპირობებულია ეპიდემიოლოგიური ვითარებით და არსებული რისკებით, რომელიც ამა თუ იმ ღონისძიებას შეიძლება ახლდეს თან. შესაბამისად, სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იგივენაირად, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2 დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
4 მაისის შემდგომ დღეებში კი მოქალაქეებს შეეძლებათ, გავიდნენ გარდაცვლილი ახლობლების საფლავებზე.
შეგახსენებთ, კვლავ ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.