საზოგადოება
01.05.2021 10:15
2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება საფლავებზე გასვლა და ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს - ოპერაციული შტაბის უფროსი

2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება საფლავებზე გასვლა და აკრძალვა არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა განაცხადა.

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მოსალოდნელია ბევრი ხალხის თავშეყრა ერთ ადგილზე და სწორედ აღნიშნულის პრევენციის მიზნით დაწესდა აკრძალვა.

„ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს საკოორდინაციო საბჭო, განპირობებულია ეპიდემიოლოგიური ვითარებით და არსებული რისკებით, რომელიც ამა თუ იმ ღონისძიებას შეიძლება ახლდეს თან. შესაბამისად, სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იგივენაირად, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2 დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ღიბრაძის თქმით, 2-4 მაისს მოსალოდნელია ბევრი ხალხის თავშეყრა ერთ ადგილზე და აღნიშნულის პრევენციის მიზნით დაწესდა აკრძალვა, 4 მაისის შემდგომ დღეებში კი მოქალაქეებს შეეძლებათ, გავიდნენ გარდაცვლილი ახლობლების საფლავებზე, ეს შეზღუდვა 4 მაისის შემდგომ აღარ იმოქმედებს.

კვირის ამბები