საზოგადოება
30.04.2021 11:17
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 895 კვლევა ტესტით, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1 476 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 895 კვლევა ტესტით, რის შედეგადაც ვირუსით ინფიცირების 1 476 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 310 310-მდე გაიზარდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 791 პირი და გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 4 110 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 923 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 48, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 407, საიდანაც მძიმე პაციენტია 747, მათ შორის 150 პირი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კვირის ამბები