სამართალი
11.11.2019 11:23
ატენის ხეობაში, სოფელ ოლოზთან ახლოს, სანადიროდ წასული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ატენის ხეობაში, სოფელ ოლოზთან ახლოს, 30 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. თანასოფლელების თქმით, ოლოზში მცხოვრები გია ბედოშვილი გუშინ ახლობლებთან ერთად ტყეში სანადიროდ იყო წასული. შემთხვევა, სავარაუდოდ, სწორედ ნადირობისას მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს ცეცხლნასროლი დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

მომხდარ ფაქტზე სოფელში ორ ვერსიას განიხილავენ, ერთ-ერთის თანახმად, გარდაცვლილს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა, მეორე ვერსიით კი - ბედოშვილი სხვა მონადირის იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია ექსპერტიზები.  

კვირის ამბები