საზოგადოება
29.04.2021 13:49
უპრეცედენტო აქტიურობაა რეგიონში ვაქცინაციაზე, პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა სწორედ ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვაა, - მამუკა საღარეიშვილი
მას შემდეგ, რაც იმუნიზაციის საბჭოს 27 აპრილის გადაწყვეტილებით, COVID 19-ის წინააღმდეგ „სინოფარმით“ აცრას 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც დაექვემდებარნენ, გორში მცხოვრებთა დიდი ნაწილი აქტიურად რეგისტრირდება ვაქცინაციის პორტალზე. ამჟამად, გორში, 5-დან 24 მაისის ჩათვლით, „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია.

„ამჟამად, რეგიონში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 5 მაისიდან კი ვაქცინაციის პროცესში ერთვება სამედიცინო ქსელ „გორმედის“ გორის და ქარელის კლინიკები, ასევე კასპში „მედალფა“ და ხაშურში „ახალი კლინიკა“, ვაქცინაციის ამდენი კაბინეტის ამოქმედება მოსახლეობას საშუალებას აძლევს, რომ აქტიურად ჩაერთოს პროცესში. მას შემდეგ, რაც იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, COVID 19-ის წინააღმდეგ „სინოფარმით“ აცრას 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც დაექვემდებარნენ, უპრეცედენტო აქტიურობაა რეგიონში. ამჟამად, გორში, 5-დან 24 მაისის ჩათვლით, „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია - ვიზიტი დაჯავშნილი აქვს 378 პირს. თითქმის შევსებულია აღნიშნული თარიღები კასპშიც, რაც შეეხება ქარელს და ხაშურს, ვიზიტის დაჯავშნა ჯერ კიდევ შესაძლებელია. პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციასა და დადგენილი რეგულაციების დაცვაზე“, - განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.

შეგახსენებთ, ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს სპეციალურ პორტალზე: booking.moh.gov.ge
კვირის ამბები