ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 024 კვლევა ტესტით, შედეგად, ვირუსით ინფიცირების 1 433 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში 308 834-მდე გაიზარდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 160 პირი და გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 4 095 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 904 შემთხვევა, აჭარა - 146, იმერეთი - 79, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 39, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 99, კახეთი - 45, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 737, საიდანაც მძიმე პაციენტია 728 პირი, მათ შორის 158 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.