საზოგადოება
29.04.2021 10:55
2021 წელს ახალი საცხოვრებელი 3000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა

2021 წელს, ახალი საცხოვრებელი 3000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა, უსაფრთხო გარემოში განსახლდება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 200-ზე მეტი ოჯახი, დასაქმების, თვითდასაქმების, პროფესიული განათლების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით  დაფინანსდება 350 იძულებით გადაადგილებული პირი, სამშობლოში დაბრუნებულ 200-მდე მიგრანტს კი, გრანტი გადაეცემა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„უკვე განხორციელდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება. უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებულ იქნა თავად იძულებით გადაადგილებულ პირთა მოთხოვნები. განსახლების კრიტერიუმები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებს მაქსიმალურად მოერგო;

ცვლილებების თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელსაც უშუალოდ შეეხო დევნა განსახლების პროცესის დროს პრიორიტეტი, დამატებითი ქულა, მიენიჭება, ასევე, გაიზარდა „სოფლად სახლის“ შესყიდვისას თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა და დევნილი ოჯახებისთვის გადასაცემი ახალაშენებული ბინების მინიმალური ფართობი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

კვირის ამბები