გორში, მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ძველი ხიდის რესტავრაცია/რეაბილიტაცია იგეგმება,-ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
ძველი ხიდი, რომელიც ერთმანეთთან ქალაქის ორ უბანს - ცენტრსა და სადგურის დასახლებას აკავშირებს, ქალაქის ერთ-ერთ ისტორიული ქუჩის (სამეფო ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.
„საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, მერიამ ტენდერი 27 აპრილს გამოაცხადა. მომსახურების სატენდერო ღირებულება 11 000 ლარია. შესაბამისი სამუშაოები კი, იმ გრანტის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც გორის მერიამ ევროკავშირისგან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2017 წელს მოიპოვა. მოგეხსენებათ, აღნიშნული თანხის ნაწილით, გორის მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელდა რიგი პროექტები ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საგრანტო პროექტის ფარგლებში - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, უწყებამ გრანტის სახით 695 997 ევრო მოიპოვა.