საზოგადოება
10.11.2019 20:02
მდგომარეობის გართულების ან ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არის - გიორგი ხოჯევანიშვილი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ორმოცის სიახლოვეს, ტყის ქვედა საფარში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია ადგილზე, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და მდგომარეობის გართულების ან ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არის.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დამატებითი ძალების მობილიზება ამ ეტაპზე საჭირო არ არის.

კვირის ამბები