4-დან 11 მაისის პერიოდის უქმე დღეების განმავლობაში იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს ჩვეულებრივ მოემსახურება, - ამის შსახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები არ იმუშავებენ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის უქმეებზე - 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და შაბათ-კვირას, 8 და 9 მაისს.
„4-დან 11 მაისის პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი. იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები არ იმუშავებენ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის უქმეებში - 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და შაბათ-კვირას, 8 და 9 მაისს. ამავე პერიოდში მიუწვდომელი იქნება იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების ცენტრიც“, - აცხადებენ იუსტიციის სახლის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მომსახურების მიღება კვლავ პორტალ MY.GOV.GE-დან ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი. წინასწარი დაჯავშნის გარეშე მისული მომხმარებელი სერვისის მიღებას ვერ შეძლებს. ამასთან, იუსტიციის სახლი მოუწოდებს მომხმარებელს, მომსახურების მისაღებად გამოცხადდეს დაჯავშნისას მითითებულ დროს.