საზოგადოება
28.04.2021 11:01
5-დან 14 მაისის ჩათვლით, „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე გორში ყველა ადგილი დაჯავშნილია

ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი აქტიურად რეგისტრირდება ვაქცინაციის პორტალზე. ამჟამად, გორში, აცრები მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 5 მაისიდან კი ვაქცინაციის პროცესში ერთვება სამედიცინო ქსელი ,,გორმედი", შესაბამისად, გორში ვაქცინაციის მსურველს ვიზიტის დაჯავშნა უკვე შეუძლია ორივე სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა, ვაქცინაციის პორტალზე მითითებულია, რომ სამხედრო ჰოსპიტალის ვაქცინაციის კაბინეტში შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ,,ასტრაზენეკათი" აცრის მსურველები, რაც შეეხება ,,ფაიზერს", თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ადგილი მხოლოდ ფაიზერის მე-2 დოზის მისაღებად, რისთვისაც უნდა გქონდეთ ჩატარებული 1-ლი დოზით აცრა.

რაც შეეხება ,,სინოფარმს", აღნიშნული ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ,,გორმედში", თუმცა, პორტალის მიხედვით, ამ დროისთვის, 5 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით, ,,გორმედის" აცრის კაბინეტში ყველა ადგილი დაჯავშნილია - აღნიშნულ რიცხვებში 210 პირია ,,სინოფარმზე" რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, იმუნიზაციის საბჭოს 27 აპრილის გადაწყვეტილებით, ვაქცინა ,,სინოფარმით" COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრას 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც დაექვემდებარნენ.

რეგისტრაციის პორტალი: booking.moh.gov.ge

კვირის ამბები