უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც.
დღეს, 27 აპრილს კი, დღის ბოლომდე შენარჩუნდება ღრუბლიანობა, 15 საათიდან დილის 6-მდე კი კვლავ წვიმაა ნავარაუდევი. დღის განმავლობაში ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება.
ხვალიდან კი გამოიამინდებს. 28 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი +23 გრადუსამდე მოიმატებს. დღის მეორე ნახევარში მცირე ნალექია ნავარაუდევი 29 აპრილს, თუმცა ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი შენარჩუნდება.
გორში, 4 მაისის ჩათვლით უნალექო ამინდი, პერიოდულად ღრუბლიანობა და +20-24 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ