კონფლიქტები
27.04.2021 11:30
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ერგნეთში რიგით 99-ე შეხვედრა მიმდინარეობს

გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნავს ამ დღესასწაულს და გვაქვს მოლოდინი და დავსვამთ საკითხს, რომ ამ დღეებში მაქსიმალურად იყოს დაცული ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ერგნეთში, ინციდენტების ფორმატში მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე, მთავარი განსახილველი საკითხები იქნება უკანონო პატიმრობაში მყოფი თანამოქალაქეების საკითხი და ბოლო პერიოდში გააქტიურებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

,,მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, არის უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხი და ასევე, რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იქნება ბოლო პერიოდში გააქტიურებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რაც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოებას. ჩვენი გზავნილები და ჩვენი მოლოდინები არის მხოლოდ ერთი - უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში, გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული მიდგომა და ასევე, რა თქმა უნდა, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში, შეწყდეს ყველა ის უკანონო აქტივობა, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას. ასევე, გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა აღნიშნავს ამ დღესასწაულს და გვაქვს მოლოდინი და დავსვამთ საკითხს, რომ ამ დღეებშიც მაქსიმალურად იყოს დაცული ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოება", - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.  

შეგახსენებთ, ინციდენტების პრევენციის ფორმატში, პანდემიის გამო ხუთი თვის განმავლობაში შეჩერებული შეხვედრები 5 მარტს განახლდა.

კვირის ამბები