საქართველოში კორონავირუსის 1 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე - stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, 909 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამწუხაროდ, დაფიქსირდა კორნავირუსული ინფექციით გარდაცვალების 17 ფაქტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 305 850 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 287 938 გამოჯანმრთელდა, 4 060 კი - გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 578 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 001 შემთხვევა, აჭარა - 128, იმერეთი - 89, ქვემო ქართლი - 56, შიდა ქართლი - 61, გურია - 39, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 63, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ დროისთვის, ქვეყანაში მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 13 829.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ