საზოგადოება
27.04.2021 09:16
29 აპრილიდან თურქეთში სრული ლოქდაუნი ამოქმედდება

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, თურქეთის მთავრობამ სრული ლოქდაუნის გადაწყვეტილება მიიღო. ლოქდაუნით გათვალისწინებული შეზღუდვები 29 აპრილიდან ამოქმედდება და ამ დროისთვის არსებული სპეციალური დადგენილების თანახმად, 17 მაისამდე იმოქმედებს.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ლოქდაუნის პერიოდში ყველა სამუშაო სფერო შეაჩერებს საქმიანობას ან დისტანციურ რეჟიმზე გადავა, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ საკვების წარმოებას. კვირა დღეს კი, სურსათის მაღაზიებიც დაიკეტება. იხურება ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულება და საქალაქთაშორისო ყველა გადაადგილება დაექვემდებარება სპეციალურ ნებართვას. ამ პერიოდში ნახევრდება ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებაც.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4.6 მილიონს გადააჭარბა, დაღუპულთა რიცხვმა 38 711-ს მიაღწია.

კვირის ამბები