საზოგადოება
26.04.2021 17:09
სასაფლაოებზე განსაკუთრებული შეზღუდვა 3-4 მაისს იქნება - ამირან გამყრელიძე
სასაფლაოებზე განსაკუთრებული შეზღუდვა 3-4 მაისს იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნლი ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძის განცხადებითვე, შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულიდან ერთი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.
,,სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით შეზღუდვები ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში იქნება.
თარიღები არ დაკონკრეტებულა. ყველაზე ხშირად ადამიანები სასაფლაოებზე გადიოდნენ ორშაბათს და სამშაბათს, ამიტომ ამ დღეებში იქნება შესაბამისი სიმკაცრე", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.
კვირის ამბები