საზოგადოება
26.04.2021 13:21
გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს აფინანსებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს აფინანსებს. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, ახალგაზრდების არაფორმალური განათლებისა და მომავალში, მათი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის ხელშესაწყობად, არაერთი პროექტი ხორციელდება.

ერთ-ერთი ასეთი აქტივობა მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბის წევრების დატრენინგება გახლდათ. პროექტში მონაწილე ახალგაზრდები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტრუქტურასა და მისი მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნენ.

„ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბის“ წევრებისთვის ტრენინგები „თვითმმართველობა“ და „საჯარო გამოსვლის ტექნიკა და პრეზენტაციის უნარები“ გაიმართა.  მათთვის, ასევე, დაგეგმილია ტრენინგები სხვადასხვა თემატიკით, გასვლითი აქტივობები, კინო ჩვენება/დისკუსიები, შეხვედრები პოლიტიკოსებთან და საჯარო მოხელეებთან. პროექტის ფარგლებში, 30 - ზე მეტი ახალგაზრდა გაეცნობა საქართველოში პოლიტიკურ იდეოლოგიებს, დაბატების ტექნიკას, ადვოკატირებას, გენდერის საკითხებს, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო და საარჩევნო პროცესებში, დაგეგმილია ვიზიტი საქართველოს პარლამენტში და სხვადასხვა პოლიტოკოსთან თუ საჯარო მოხელესთან შეხვედრა“, - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

კვირის ამბები